ევროკავშირი უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის ორმხრივ პაკეტს სთავაზობს

254
spot_img

ევროკავშირი უკრაინას, ხუთი მილიარდი ევროს ღირებულების ორმხრივ პაკეტს სთავაზობს. ევროპული გაერთიანების მხრიდან დახმარების მზაობა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა კიევში, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, ახალი ორმხრივი მრავალწლიანი ეკონომიკური პაკეტი შევთავაზე, რომლის ოდენობაც მომავალი წლისთვის, 5 მილიარდ ევრომდე იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეთანხმებას მივაღწევთ. ერთადერთი, რაც იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, არის პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა.

ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მტკიცეა და გაგრძელდება“, – განაცხადა ბორელმა.