,,ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა” – შალვა პაპუაშვილი

23
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ეს ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობაა და მისი შინაარსი უინტერესოა.

„ეს გახლავთ ქალბატონ სალომეს კერძო მგზავრობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უცნობი და უინტერესოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა ხელისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ იქ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია იქ უმაღლეს დონეზე, კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ეს გახლდათ პოლიტიკური აქტი, რომ პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში და ნატო-ში შედგეს. პრემიერ-მინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ევროკავშირის და ნატო-ს ყველა ხელმძღვანელთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.