” ეს ცვლილება მთავრობის ხელმძღვანელობაში საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება ” – გია ცაგარეიშვილი

21
spot_img

ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მთავრობის ხელმძღვანელობაში საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება – არაფერი უცნაური აქ არ მომხდარა, გუნდის შიგნით მოხდა გადახალისება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, სწორედ ეს ეუცნაურათ ჩვენს ოპონენტებს, რომ თავპირის მტვრევით, ერთმანეთის ლანძღვით, შურით და გესლით არ ხდება ეს ყველაფერი, არამედ ხდება მშვიდად: პარტიაში იცვლებიან თავმჯდომარეები, პრემიერები, მინისტრები და ცხოვრება გრძელდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.