“ეს პოლიტიკის დიამეტრიული ცვლილებაა და ეს არ არის ნებაყოფლობითი, – იძულებითია” – დემურ გიორხელიძე

353
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ამ პოლიტიკურ “შაპიტოში”, რაც საქართველოშია, არავის მიუქცევია ყურადღება იმაზე, რაც სულ ახლახან აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტისას, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან
შეხვედრისას განაცხადა:
“… რომ მისი ქვეყანა მზად არის ტაივანი ჩათვალოს
ე.წ. “დიდი ჩინეთის” ნაწილად.”

p.s.
ეს არის პოლიტიკის დიამეტრული ცვლილება და ეს არ არის ნებაყოფლობითი, – იძულებითია!

რა განაპირობებს აშშ-ს იძულებას: (ა) უდიდესი პრობლემები, რომელსაც აშშ საერთაშორისო არენაზე აწყდება: პრაქტიკულად, გარდა ე.წ. :’კოლექტიური დასავლეთისა”, რომელშიც მოიაზრება დაავადებული ევროკავშირი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და ნაწილობრივ, სამხრეთ კორეა, – აშშ-ს პოლიტიკას არავინ იზიარებს და არც მხარს უჭერს: ბოლო მოვლენები მიუთითებს, რომ “გლობალური სამხრეთი” ხდება ის დომინირებული ძალა, რომელიც მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს კონფლიქტისა და დაპირისპირების დასრულებისკენ მიუთითებს და აიძულებს მათ მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლისაკენ! და ეს ლანდშაფტი მალე შეიცვლება! გლობალური სამხრეთის მზარდ როლზე პირველად სადღაც 5 წლის წინ დავწერე, – არ იქნა აღქმული!

ასეა! მიუმხრობლობის აქტიურმა პოლიტიკამ და საკუთარი სახელმწიფოების ინტერესების ფარგლებში მოქმედებამ ამ სახელმწიფოებს წარმატება მოუტანა: მთლიანად აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და მექსიკა, არ უჭერენ მხარს აშშ-ს, თუმცა, თანამშრომლობენ მასთან! ისინი საკმარისად მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთთან საკუთარი ინტერესების ფარგლებში, მაგრამ მხარს არ უჭერენ კონფლიქტში (ლოკალურსა თუ გლობალურში) მხოლოდ უტვინო ქართველი ორიენტირებული და სიყალბეში ჩამხრჩვალი თითქოს “დასავლური ორიენტაციის” ეს არაფრისმაქნისი ხალხი, დიდიან- პატარიანად, – იდიოტებივით, იდეოლოგიური შტამპების ტყვეობაში არიან და ყველაფერს გასწირავენ, ოღონდ, საკუთარი წარმოდგენები არ დაენგრეთ! ამ ნაგავს არაფერი უშველის, – სრული კრახის წინაშე დგანან!

(ბ) შენიღბული პოლიტიკა: ჩინეთი, როგორც პრაგმატული ქვეყანა, შეიძლება, ტაივანის სანაცვლოდ დათანხმდეს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისგან დისტანცირებაზე! ჩემი აზრით, ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან დღეს, ჩინეთი, მისი დამოუკიდებლობა და განვითარება დამოკიდებულია რუსეთის სამხედრო პოტენციალზე: მხოლოდ რუსეთია, ვისაც შეუძლია აშშ-თან სამხედრო დაპირისპირებაში თანაბარი წინააღმდეგობის გაწევა, სტრატეგიულ იარაღში კი უპირატესობაც აქვს. ჩინეთის ბირთვული პოტენციალი დღეს ახლოსაც ვერ მივა აშშ-სა და რუსეთის პოტენციალთან, და სხვა მხრივაც, – ჩინეთს ჯერ დრო სჭირდება! სწორედ ამ დროის გახანგრძლივების მცდელობაა ახლა. ვნახოთ! ჩინეთსაც აქვს სერიოზული შიდა პრობლემები! არ არის საქმე “ჰარიჰარალედ”, როგორც საქართველოში ჰგონიათ!

უსაშველოდ ცუდი ისაა, რომ ჩინეთის სპეციალისტი არ გვყავს, ისევე, როგორც არაფრის სპეციალისტი არ გვყავს: გქონდეს სახელმწიფო და სერიოზულ სამეცნიერო ცენტრებში არ ისწავლებოდეს (მეცნიერულად, და არა იდეოლოგიური გამოთაყვანებული აზროვნების დონეზე, როგორც ახლაა), დანაშაულია: რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, აფრიკა, აზია შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები – არ ისწავლებოდეს, – ეს არის დილეტანტიზმის, იდეოლოგიური გამოყეყეჩებისა და დამპალი ნეო-ლიბერალური შეხედულებებით ინტელექტუალურად განადგურებული “მორწმუნე-დასავლური ორიენტაციის” მანქურთების პოზიცია! მათ იციან წინასწარ, – სად მარხია ძაღლის თავი.