ეს ხალხი საკუთარ სამშობლოს აშავებდა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის გამო და მანდატებს უფასოდ ხომ არ დაარიგებენ-გურამ მაჭარაშვილი

10
spot_img

ეს ხალხი საკუთარ სამშობლოს აშავებდა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის გამო და მანდატებს უფასოდ ხომ არ დაარიგებენ, – ეს განცხადება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკის“ ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიებში ადგილებს ყიდის.

„ბუნებრივად, პირველი ათეული ძალიან ძვირი იქნება. ორი მილიონი, რაც თქვენ თქვით, შეიძლება იყოს საწყისი, აუქციონზე რომ არის ხოლმე. შეიძლება ვიღაცამ მეტიც გადაიხადოს. შესაბამისად, მეორე ათეულში ცოტა ნაკლები იქნება და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეს „სწორი მიდგომაა“, რომ წინასაარჩევნოდ, ხალხში აღარ გაესვლებათ, ან რა უნდა უთხრან და რაც იციან, რომ მეტ-ნაკლებად აიღებ 20 ან 25 მანდატს, ეს უნდა გაყიდონ რაც შეიძლება სარფიანად. მერე მომავალ პარლამენტში თანამდებობასთან ერთად, ამ პარტიის მესვეურებსა და დამფუძნებლებს ფულიც შერჩეთ“, – განუცხადა მაჭარაშვილმა ქრონიკას.