„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში”- ანდრია ჯაღმაიძე

90
spot_img

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სასულიერო პირების, პატრიარქის და მისი მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენის კამპანია.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში. თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა – ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის“, -ჯაღმაიძემ მედიასთან განაცხადა

ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი აბსურდული შეტევები, როგორიც მაგალითად ცოტა ხნის წინ გაისმა ნიკა გვარამიას გადაცემიდან, თითქოს მეუფე შიო რუსეთის აგენტია, მასზე იმ დღიდან მიმდინარეობს, რაც პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა.

„მეუფე შიოს მდივანი არის ამერიკის მოქალაქე. 30 წელი ხელმძღვანელობდა მის მეუღლესთან ერთად „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მის მდივანს ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, როგორი საფუძველი გახდებოდა იმის მტკიცების, რომ უეჭველი კავშირი არსებობს რუსეთთან და ამ შემთხვევაში კი ეს იგნორირებულია. მსგავსი აბსურდული შეტევები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ გამოარჩია პატრიარქმა და დაასახელა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.