ეს ის საქართველო არ არის, რომელიც შემიყვარდა – მიხაელ როთი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე

11
spot_img

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ანტი-ლგბტ კანონების მიღებით საქართველო კიდევ უფრო მიიწევს რუსეთისკენ და ზღუდავს თავისი მოქალაქეების თავისუფლებებს.

„ანტი-ლგბტქ კანონი, ხელისუფლების მიერ სექსუალური უმცირესობების მიმართ დათესილი ეს სიძულვილი, არის საქართველოს მრავალფეროვნებისა და ღიაობის ამაყი ისტორიის შეწყვეტა. ეს ის საქართველო არ არის, რომელიც შემიყვარდა“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ხელიდან უშვებს.

„[ევროკავშირის გზაზე] პროგრესი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა სადავო კანონები გაუქმდება, დემონსტრანტების მიმართ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი განახლდება. თუმცა, ახლა ევროკავშირის კარი დაკეტილია“, – დასძინა მან.