ეს იყო ლუსტრაციის გაკვეთილი, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას უღალატო-მაკა ბოჭორიშვილი

46
spot_img

აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენა ლუსტრაციის გაკვეთილი იყო, თუ როგორ შეიძლება უღალატო საკუთარ ქვეყნის და კონგრესიდან მსოფლიოს საკუთარი ქვეყნის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდო, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ეს იყო ლუსტრაციის გაკვეთილი, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას უღალატო და ისაუბრო ისე, რომ მსოფლიოს კონგრესიდან მიაწოდო ყველანაირი ცრუ ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის შესახებ. ეს იყო ზუსტად ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ. ოპოზიციას, ამ ხალხს არჩევნები არანაირად არ აინტერესებს, რადგან ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ამიტომ, კონგრესიდან საჯაროდ ითხოვენ არჩევნებზე გავლენის მოხდენას, „ქართული ოცნების“ დასჯას, რათა არჩევნებში სასტიკად არ დამარცხდნენ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.