“ეს ევროპული სტანდარტი არ არის და წერტილი უნდა დაესვას!” – ანრი ოხანაშვილი

23
spot_img

როცა მოსამართლეთა გადაწყვეტილებების საკრიტიკოდ სივრცე არ არსებობს, პერსონიფიცირება და მოსამართლეების გამოყოფა ხდება, რაც სასამართლოში უხეშად ჩარევას ნიშნავს – ეს ევროპული სტანდარტი არ არის და ამას წერტილი უნდა დაესვას! – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებებს და არა კონკრეტულ საქმეებსა და გადაწყვეტილებებს, პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს.

“ეს სასამართლო სისტემაში ჩარევას ნიშნავს! თუ ვინმეს რაიმე აქვს განსახილველი და რაღაცით შეფასდეს მოსამართლის საქმიანობა, ეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. სტრასბურგის სასამართლომ მათ შორის გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებზე თქვა, რომ ქართული სასამართლო ყოველ ჯერზე კანონის სრული დაცვითა და ევროპული კონვენციის შესაბამისად მოქმედებდა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.