,,ეს არის საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისი”- მაკა ბოჭორიშვილი

95
spot_img

ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვისაც გულწრფელად გაუხარდა ეს აღიარება, რომელიც დღეს საქართველომ ევროკომისიის მხრიდან მიიღო. ეს არის ბევრი ადამიანის შრომისა და ძალისხმევის შედეგი, რომელიც ბრიუსელმა აღიარა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ დეკემბერში საქართველო უკვე ევროკავშირი წევრი ქვეყნებისგან მიიღებს მწვანე შუქს და ჩვენი ქვეყანა უკვე კანდიდატის სტატუსით გააგრძელებს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას. დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად მნიშვნელოვანია აღიარებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება და ევროკავშირის წევრობით დასრულდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.