“ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს” – ვოლსკი ოპოზიციაზე

25
spot_img

ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ხალხის დარწმუნებას შეძლებენ იმაში, თითქოს რაღაც ახალი შექმნეს.

„გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა არსებობს, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, სააკაშვილზე თქვა, და ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ჯართში უნდა გადავაგდოთ, პოლიტიკურ სანაგვეზე. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს. ეს არის რეალობა. ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის მხოლოდ. ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილო. დაძველდა ეს მანქანა, გადასაგდებია. ახლა ჰგონიათ, რომ ახალი ციფრებით ხალხს დაარწმუნებენ, იმაში, რომ რაღაც ახალი იქმნება. „ნაცმოძრაობაა“, იქით ვეღარ წავიდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.