ფილიპ კირკოროვი მოდის სახლ Balenciaga-ს შავ სიაში მოხვდა და უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ კირკოროვმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.
გაირკვა, რომ შემსრულებლის სტილისტმა დარეკა მონაკოში მდებარე ბრენდის ბუტიკიდან და აცნობა, რომ ვეღარ მოემსახურებოდნენ მის კლიენტს, რადგან ის რუსეთში დარჩა და მხარს უჭერს ამჟამინდელ რეჟიმს , – თქვა კირკოროვმა დობროვინსკისთან ინტერვიუში.
დუბაიში გასტროლზე ყოფნისას სცადა, Balenciaga-ს მაღაზიაში, ჩანთა შეეძინა, მაგრამ უთხრეს, რომ მისთვის ეს აკრძალული იყო.
“დავურეკე ჩემს მეგობარს აშშ-ში და ვთხოვე, “ბალენსიაგაში“ ჩემთვის ტანსაცმლელი ეყიდა და უარი უთხრეს, საფრანგეთის ოფისიდან მოვიდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ეკრძალებოდათ ჩემთვის ნივთების მიყიდვა. ეს არის დემნას პოზიცია…” – თქვა კირკოროვმა.