„ეს არ არის უმეცრება, დიპლომატიის არ ცოდნა! მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების ღალატი!”- გოგა ხაინდრავა

101
spot_img

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოურ გამოცემასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არ არის უმეცრება, დიპლომატიის არ ცოდნა! ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა! მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების ღალატი! გაცნობიერებული აქტი ჩადენილი წინასწარი განზრახვით! კითხვაც და პასუხიც ჩინეთის და საქართველოს არა კეთილმოსურნეების მიერ იყო გაწერილი!“ – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.