“ეს აპირებს, დისტანცირდეს ნაც-მოძრაობისგან და შექმნას “ახალი” პოლიტიკურო ძალა?! -ზურაბ ქადაგიძე

44
spot_img

ეს აპირებს, დისტანცირდეს ნაც-მოძრაობისგან და შექმნას „ახალი“ პოლიტიკურო ძალა?!, – კითხვას სვამს სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ნიკა გვარამიას მიერ დღეს გავრცელებულ პოსტს ეხმიანება.

გვარამია წერს, რომ განსაკუთრებულ აურზაურში და ამაო ყაყანის დღეებში ენატრება იმ საკნის სიმშვიდე, სადაც სასჯელს იხდიდა.

„რა გაქნილი ნაძირალაა…
ეს უსამშობლო იყო, რომელიც ქმნიდა ციხის რეჟიმს, ჯერ, როგორც პროკურორი და შემდეგ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
მისი „შემოქმედებიდანაა” გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი ნიშნული; ასი ათასობით პრობაციონერი;
10 კაციან საკანში 50 პატიმარი;
დაცემინების გამო მსჯავრდადებულის ცემა;
პატიმრების გვამებზე „დასკოჩვა“;
სისტემატური ძალადობა;
რეზინის ხელკეტით გაუპატიურება და ა.შ.
მისი „შემოქმედების“ მონაპოვარია ასი ათასობით ფსიქიკური პრობლემის მქონე, ყოფილი პატიმარი;
ასი ათასობით დასახიჩრებული და ფიზიკური პრობლემის მქონე, მსჯავრმოხდილი ადამიანი;
ასობით, გაუპატიურებისას გარდაცვლილი და პატიმრობის დასრულების შემდეგ ქრონიკული დაავადებების გამო დაღუპული ადამიანები;
ჰოდა ეს „უსამშობლო ნაძირალა“ ირონიულად, რომანტიკული განწყობით მოიხსენიებს საკუთარ საკანს, თუ როგორ სიმშვიდესა და კომფორტში ბრძანდებოდა!

P.S. ეს აპირებს დისტანცირდეს „ნაცმოძრაობისგან“ და შექმნას „ახალი“ პოლიტიკურო ძალა?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.