ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს -რომან გოცირიძე

16
spot_img

ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ძნელია იმის თქმა, ერთი თუ სამი საარჩევნო სიის არსებობა იქნება კარგი.

„ძალიან ძნელია იმის თქმა, ერთი თუ სამი საარჩევნო სიაა კარგი. დრო იმაზე არ უნდა დაიხარჯოს, რაც ნაკლებად რეალურია. არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი სია არ უნდათ. ერთი სია არ უნდათ „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფილ ახალ პარტიას, ასევე გახარიას, რომელმაც ქარტიას ხელი არ მოაწერა და არ მგონია, მაინც და მაინც „ლელო“-ც იკლავდეს თავს. რისი ალბათობაც ნაკლებია, უნდა შევეშვათ და ოპოზიციურ ფლანგზე დამატებითი კამათის საფუძველს ნუ შევქმნით. ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.