ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა ევროპარლამენტარმა გარკვეულწილად აღიარა ის შეცდომები, რაც მოსდით დღევანდელ პოლიტიკოსებს – მაკა ბოჭორიშვილი

22
spot_img

ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა ევროპარლამენტარმა თქვა, გარკვეულწილად აღიარა ის შეცდომები, რაც მოსდით დღევანდელ პოლიტიკოსებს. ვიოლა ფონ კრამონს ვგულისხმობ. ასეთი ტენდენციაა, რომ როდესაც რაღაც არ არის ისე, ყველაფერი უნდათ დააბრალონ რუსეთს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების პოლიტიკის კრიტიკაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები საკმაოდ თამამები არიან, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, რამ შეცვალა წამყვან ქვეყნებში მოსახლეობების განწყობები მმართველი პარტიების მიმართ, განსაკუთრებით საყურადღებოა საფრანგეთი და გერმანია და რატომ აქვთ მათ არჩევნებში ასეთი დაბალი მხარდაჭერა.

„მოულოდნელი ესეც არ იყო. ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად მესმოდა და ისმის ისეთი პოზიციები, რომ [ევროკავშირის] მმართველი ელიტები ძალიან ხშირად შორდებიან ხალხს და ხალხის პოზიციებს. ეს ტენდენცია მზარდია. ვხედავთ, რომ ევროპის ხელისუფლებები დაკავებულები არიან საგარეო საკითხებით და შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებს. სხვათა შორის ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა ევროპარლამენტარმა თქვა, გარკვეულწილად აღიარა ის შეცდომები, რაც მოსდით დღევანდელ პოლიტიკოსებს. ვიოლა ფონ კრამონს ვგულისხმობ. ასეთი ტენდენციაა, რომ როდესაც რაღაც არ არის ისე, ყველაფერი უნდათ დააბრალონ რუსეთს. მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს ყველა გამოწვევა შეფასებული, რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს თანამედროვე ევროპა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.