“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული დამოკიდებულებით კარგად გამოჩნდა, როგორ ხედავს სებ-ის როლს”

26
spot_img

ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი იყო ცესკო-ს შესარჩევ კომისიაში, რომელმაც შემდეგ აღარ მიიღო მონაწილეობა კომისიის განხილვებში, რაც აჩვენებს, ზოგადად, ქალბატონი სალომეს დესტრუქციულ დამოკიდებულებას პროცედურების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცესკო-ს შესარჩევ კომისიაში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების არმონაწილეობით კარგად გამოჩნდა, რა დესტრუქციული დამოკიდებულება აქვს ზოგადად ზურაბიშვილს პროცედურების მიმართ.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას, აქაც გამოჩნდა, როგორ ხედავს ის, ზოგადად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, როლს და მნიშვნელობას სახელმწიფოსთვის. ამიტომ, მგონი, ეს გადაწყვეტილებაც ამ ფარგლებში არის. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის რამდენიმე წევრმა საბჭო დატოვა, იმ მომენტში და იმ სახით, როგორც ეს მოხდა – ეს არ იყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ამ მხრივ, გარკვეულ კითხვებს იწვევს მათი მონაწილეობა კომისიაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.