ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში, პოლიციის შენობაში სამი პირი შეჭრას ცდილობდა.
მედიის ცნობით, მათგან ორი პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი კი დააკავეს.
სომხეთის საგამოძიებო უწყებებში განაცხადეს, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.
როფორც მედია წერს, შენობასთან ყუმბარაც აფეთქდა.