“ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ვერ დააზღვევს გაყალბებას” – მეზვრიშვილი

54
spot_img
პარტია საქართველოსთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
❗️ცესკოს თავმჯდომარე (როგორც ოცნებისადმი უკვე სამართლებრივ დონეზე დაქვემდებარებული თანამდებობის პირი) მონაწილეობს ოცნების ცირკში, რომლის ფარგლებში ოცნება ელექტრონულ ხმის მიცემას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტად ასაღებს.
დიახ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ვერ დააზღვევს გაყალბებას იმიტომ, რომ არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია აღარ ყალბდება. არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი ოცნებას უკვე დაწყებული აქვს – დღეს!, არჩევნებამდე თითქმის წელიწადნახევრით ადრე.
ელექტრონული ხმის მიცემა აქცევს მხოლოდ ოცნების მიერ უბრალო უმრავლესობით არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს დამოუკიდებლად? ხომ არ დაგვავიწყდა ამ თავმჯდომარის ხელშეწყობით როგორ დაამტკიცა საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ მომდევნო წლის ბიუჯეტი ან რა მოხდა სენაკში? ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ამ თავმჯდომარეს ცესკოს პარტიაზე დაქვემდებარება არც კი გაუპროტესტებია?
როგორ გადააზღვევს ელექტრონული არჩევნები სისტემურ მუქარა-ზეწოლას, ამომრჩევლის მოსყიდვას, რომელიც უკვე მიმდინარეობს? იმ ანტიკორუფციული ბიუროს იმედი ხომ არ გვაქვს შემთხვევით, რომლის უფროსი პრემიერმა დანიშნა და პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ანდო?
სახალხო დამცველად ხომ არ დაგვავიწყდა ვინ გვყავს? ხომ გამორიცხულია მოქალაქეთა არჩევანის წართმევაზე ხმა ამოიღოს სახალხო დამცველმა, რომელსაც შოვის ტრაგედიით დაზარალებულების დასაცავად არ ამოუღია ხმა.
უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება. რამდენიც არ უნდა ეცადოთ სხვა რეალობა დახატოთ, ფაქტია, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
ამით არის გამოწვეული ის ცირკი, რასაც დღეს ოცნებაში ვხედავთ.
თუ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვა გინდოდათ, ჩვენი ინიციატივა გაგეზიარებინათ და ემიგრანტებისთვის მიგეცათ, რომელთა ხმები მართლა გადამწყვეტია პოლიტიკური ცვლილებებისთვის.
ყველანი აუცილებლად არჩევნებზე! – მაღალი მონაწილეობა კრიტიკულია გაყალბების დასაძლევად.