ელექტრომობილების 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნული მაგისტრალის ოთხ ადგილას დამონტაჟდა

146
spot_img

„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია თბილისში დამატებითი რაოდენობის ელექტროდამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ ქალაქგარეთ ელექტრომობილების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის დამტენები რამდენიმე ადგილას განთავსდებოდა ჩქაროსნულ მაგისტრალზეც.

დღეს შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ:

• ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით;
• ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით;
• ერთი სადგური, ოთხი დამტენით, ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით.

მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს კომპანია „საკენი ბიოგრაფისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.