“ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია” – რომეო მიქაუტაძე

34
spot_img

საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდება, რაც მთავრობის სწორი, თანმიმდევრული, შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია. ამით შესაძლებელი გახდა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამით შექმნილიყო იაფიანი რესურსი, ასევე იმპორტირებული, შედარებით ძვირიანი რესურსი ჩანაცვლდა თბოელექტროსადგურებიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით და სისტემაში სხვა განახლებადი წყაროები შემოვიდა”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძლდება. „მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გაგრძელდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება,” – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.