და ვინჩის „მონა ლიზას“ შემდეგ ფრანგი ეკოაქტივისტების მორიგი სამიზნე კლოდ მონეს ნამუშევარი „გაზაფხული“ გახდა. ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოძრაობა „საკვების კონტრშეტევა“-ს წარმომადგენლებმა ნახატს წვნიანი შეასხეს. აქტივისტები ეკოლოგიურ პრობლემებზე უმოქმედობას აპროტესტებდნენ.
„ეს იქნება ერთადერთი გაზაფხული, რომელიც დაგვრჩება“, – აცხადებდნენ ეკოაქტივისტები.
„მონა ლიზასგან“ განსხვავებით, კლოდ მონეს ნახატს ბარიერული შუშა არ იცავდა და უცნობია რამდენად დაზიანდა ნამუშევარი. ორივე აქტივისტი ქალი დაკავებულია.