ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

12
spot_img

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

რამდენიმე დღიანი გადაუდებელი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები. ჩამოირეცხა ცენტრალური და შიდა საუბნო გზები. ყველაზე მეტად დაზარალდა ქვედა ზონის სოფლები, ბანძა სერგიეთი, ლეხაინდრაო.

ძლიერმა ქარმა მარტვილში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა მრავალწლიანი ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ასევე, მუშაობს კომისია, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა და ზარალს დაითვლის.