იმედი გვაქვს, რომ ამაღამაც კარგ თამაშს ვაჩვენებთ, ჩვენ ვაგრძელებთ დიდ ოცნებებს, რადგან მათ გარეშე არაფერი გამოდის – ვილი სანიოლი

33
spot_img

“ჩვენ ვაგრძელებთ დიდ ოცნებებს, რადგან მათ გარეშე არაფერი გამოდის. ჩვენ უკვე დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის ულამაზესი ფურცელი,” – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

სანიოლმა მატჩის დაწყებამდე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრები დღევანდელ თამაშზე კარგ შედეგს აჩვენებს.

“ჩვენ ყველას ფანტასტიკური დღე გვქონდა, ძალიან ბედნიერები იყვნენ. იმედი გვაქვს, რომ ამაღამაც კარგ თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენ ვაგრძელებთ დიდ ოცნებებს, რადგან მათ გარეშე არაფერი გამოდის. ჩვენ უკვე დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის ულამაზესი ფურცელი. ამას ვეუბნები ფეხბურთელებსაც, რომ თუ სურთ კიდევ ერთი დაწერონ, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვიცით, რომ მეტოქე პორტუგალიაა, დიდი გუნდი, დიდებული ფეხბურთელებით, ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ თუ არ ვცდით, არც გამოგვივა,” – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების მატჩი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.