პარასკევი, ივნისი 2, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"ძალიან უხერხული საყურებელია დაპირისპირება, რაც "ნაცმოძრაობაშია"- რატი იონათამიშვილი

“ძალიან უხერხული საყურებელია დაპირისპირება, რაც “ნაცმოძრაობაშია”- რატი იონათამიშვილი

spot_img

ძალიან უხერხული საყურებელია ის დაპირისპირება, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს. ამ ადამიანებს ერთადერთი აინტერესებთ, რომ საკუთარ პარტიაზე ჰქონდეთ გავლენა და ძალაუფლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლია.

„მზად არიან, ძალაუფლებისთვის გაწირონ ყველა და ყველაფერი. ამით გვახსენებენ „ნაცმოძრაობის“ ბიოგრაფიას, მათ არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ზნე არ შეუცვლიათ. შესაბამისად, ეს დეჟავუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავს უპრინციპო ადამიანებს ხელისუფლების სადავეები არასოდეს ჰქონდეთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები