“ძალიან დროულია ბაქოში სამმხრივი ფორმატის ჩატარება, რადგანაც ჩვენ გვაქვს რეგიონში უამრავი გამოწვევა” – ილია დარჩიაშვილი

29
spot_img

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით ბაქო სამმხრივი ფორმატის მეცხრე შეხვედრას მასპინძლობს.

ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს. სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხსა და მისი გაძლიერების პერსპექტივებს განიხილავენ.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონულ დონეზე. გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ სამ ქვეყანას შორის დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო კოორდინაცია. ძალიან დროულია დღეს ამ ფორმატის ჩატარება, რადგანაც ჩვენ გვაქვს რეგიონში უამრავი გამოწვევა, შესაძლებლობები და სწორედ მჭიდრო კოორდინაციით, ვფიქრობ, შესაძლებელია ამ გამოწვევებთან გამკლავება და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.