ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ, მაგალითად ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა – კონგრესმენი ბრაიან მასტი ენტონი ბლინკენს

54
spot_img

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა გასულ კვირას მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება.

„ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის [ამერიკული] ფული [საზღვარგარეთ]“, – განუცხადა მასტმა ბლინკენს კონგრესში გამართულ მოსმენაზე.

კონგრესმენმა მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა, რაც თავდაპირველად უარყო აშშ-ის მთავრობამ, თუმცა მოგვიანებით აღიარა და განაცხადა, რომ გრანტის დანიშნულება არასწორად იყო გაგებული.

„ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ თქვენ ყველამ არ იცოდით, სად მიდიოდა ფული, რომელიც იქ გაგზავნეთ აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისგან. ეს ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც თქვენ არ იცოდით სად მიდიოდა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული. მე წავიკითხე SIGAR-ის ანგარიში და ვნახე იმ თანხის ოდენობა, რომელიც უშუალოდ „თალიბანმა“ მიიღო. ეს არ არის საიდუმლო. ეს არ არის საკამათო რამ“, – განაცხადა ბრაიან მასტმა.

„ეს უნდა იყოს ორპარტიული პოლიტიკური განცხადება. ვიდრე USAID-ი, ყველა სააგენტო არ შეგვატყობინებს თითოეული გრანტის, ქვეგრანტის, განაცხადის შესახებ, ჩვენ არ უნდა მოგცეთ ერთი დოლარიც კი“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

კონგრესმენმა ასევე ახსენა 144 ამერიკული სააგენტო, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც „განმახორციელებელი პარტნიორები“, რომლებიც რატომღაც აფინანსებდნენ „თალიბანს“.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფული პირდაპირ არ მიეწოდება „თალიბანს“. ეს [ფული] მიდის გაეროში, არასამთავრობო ორგანიზაციებში“.

საპასუხოდ კონგრესმენმა ბლინკენს განუცხადა: „ახლა თქვენ ეუბნებით ტყუილს ამერიკელ ხალხს. ეს სახელმწიფო დოლარი პირდაპირ მიდიოდა მათზე, ვინც მოითხოვა ამის გაკეთება. ამ „განმახორციელებელმა პარტნიორებმა“ პირდაპირ „თალიბანს“ გადაუხადეს ფული“.