“დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს” – უკრაინული მედია

43
spot_img

დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რუსი დამპყრობლები თავდასხმებს არ წყვეტენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ცნობით, სამხედროები დამპყრობელს გმირულად ეწინააღმდეგებიან.

„ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტი აგრძელებს ივანოვსკის დასახლებაზე შეტევას, ქალაქის საზღვრებში უკვე მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები. უკრაინელი ჯარისკაცები გმირულად ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ დამპყრობლის მოგერიებას“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ილია ევლაშმა.

მისი თქმით, პარალელურად, რუსული ჯარები შეტევას ცდილობენ ბოგდანოვკაზე. დამპყრობლებს  იქ გადაჰყავთ სადესანტო ნაწილები და საბრძოლო არმიის რეზერვები.

„ოკუპანტი მიზნად ისახავს ჩასოვ-იარის  დასახლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. უკრაინელი დამცველები იცავენ თავდაცვას და მოწინააღმდეგეს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ“, – დასძინა ჯარისკაცმა.