დონეცკის ოლქში რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

16
spot_img

 დონეცკის ოლქში   რუსეთის ინტერნეტ-გამოცემის, News.ru-ს ფოტოჟურნალისტი, ნიკიტა ციცაგი დაიღუპა.

ინფრმაციას News.ru  ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს  29 წლის ფოტო კორესპონდენტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლში მოხვდა.

„ეს მოხდა უგლედართან, წმინდა ნიკოლოზის მონასტრის მიდამოში, საიდანაც ნიკიტა მოხსენების გაკეთებას აპირებდა. კორესპონდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე და ოპერატიული სამსახურებმა მისმა კოლეგებმა დაადასტურეს“, – ნათქვამია News.ru-ს ანგარიშში.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მომხდარის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუს სამხედრო კორესპონდენტზე მიზანმიმართულად განხორციელდა უკრაინული დრონით შეტევა.

ზახაროვას თქმით, 13 ივნისს ცეცხლის ქვეშ მოხვდა ტელეკომპანია „ნტვ“-ს გადამღები ჯგუფი, რის შედეგად დაიღუპა ოპერატორი ვალერი კოჟინი, ხოლო კორესპონდენტი ალექსეი ივლიევი მძიმედ დაიჭრა.

News.ru-ს გარდა, ნიკიტა ციცაგინი თანამშრომლობდა რამდენიმე რუსულ მედიასთან, მათ შორის სააგენტო TASS-თან და გამოცემა Lenta.ru-სთან.