“დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას ვერ დავუშვებთ” – ჯო ბაიდენი

61
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მოისურვებდა იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი კენჭს არ იყრიდა.

„ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მივიღებდი მონაწილეობას, ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომელსაც, მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი დემოკრატიას უქმნის და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა ბევრად უფრო ავტოკრატიული იქნებოდა, ვიდრე პირველი.