დმანისში მკვლელობა მოხდა. 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა, მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებითი დეტალები უცნობია.