„დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში“

41
spot_img

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში.

„დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში“, – აღნიშნა პესკოვმა.

როგორც დიმიტრი პესკოვი განმარტავს, ეს ფაქტი არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას და ყველაფერი ისედაც ცხადია.

„ჩვენ უნდა დავადგინოთ, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ამას თავის ინიციატივით აკეთებს თუ არა. ამის შემდეგ კითხვა ჩნდება: რამდენად კონტროლირებადია თავდაცვის სამინისტრო და რამდენად აკონტროლებს ოლაფ შოლცი სიტუაციას, თუ ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. ორივე სცენარი ძალიან ცუდია“, – აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატმა უწყება მისვლიდან ერთი საათის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.

მიზეზი რუსულ მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება გახდა, რომლებიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა „ტაურუსის“ გადაცემაზე საუბრობდნენ, ხოლო ამ რაკეტების პოტენციურ სამიზნედ გერმანელი სამხედროები ყირიმის ხიდს ასახელებენ.

მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერ ვერ იტყვიან, არის თუ არა ჩანაწერი დამონტაჟებული. მომხდარს უკვე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.