უხვი ნალექის გამო, გერმანიაში მიმოსვლის პრობლემები გრძელდება. დიდი ოდენობით მოსულმა თოვლმა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა.
მიუნხენში კი გადაადგილებასთან დაკავშირებით მასობრივი შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის აეროპორტებშიც. ბავარიაში საშობაო ბაზრობაც დაიხურა.
უხვი თოვლის გამო გამოწვეულ კრიზისს უმკლავდება ინგლისის სამხრეთით, კამბრიის რაიონიც. ავდარმა იქ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოყინულია გზები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. სკოლები დაიხურა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. იქ განგაშის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.