„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია” – რუსეთის საგარეო უწყება

14
spot_img

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დასავლეთის ინიციატივით, „დიდი ოცეულის“ დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის, შეტანა დესტრუქციულია.

რუსეთის დელეგაცია აპირებს, რომ პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება „დიდი ოცეულის“ პოლიტიზაციის მიუღებლობას მიაპყროს, რომელიც, მისი მანდატის მიხედვით, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.