
რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეებში მრჩეველი იური უშაკოვი პუტინის ინდოეთში “დიდი ოცეულის” სამიტზე ვიზიტს არ გამორიცხავს. უშაკოვის კომენტარს რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“ოცეულთან” დაკავშირებით ჯერ გაურკვეველია. მოწვევა მივიღეთ… [ვიზიტს] არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა უშაკოვმა.
“დიდი ოცეულის” სამიტი ინდოეთში სექტემბერშია დაგეგმილი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტთან დაკავშირებით, რომელშიც პუტინი ვიდეოკავშირით მიიღებს მონაწილეობას, უშაკოვმა აღნიშნა, რომ “პუტინის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მკაფიო შეთანხმება არსებობს” სწორედ ამ ფორმატში მონაწილეობაზე.