დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე დაუდგინდა

95
spot_img

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასახლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ტიპის კიბო აქვს მეფეს, თუმცა ადასტურებენ, რომ საუბარი არ არის პროსტატის კიბოზე.

მათივე ცნობით, მეფემ ორშაბათიდან რეგულარული მკურნალობა დაიწყო.

როგორც ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, ჩარლზ III-მ ყველა საჯარო ღონისძიება გადადო.

„მონარქი პოზიტიურად არის განწყობილი მისი მკურნალობის მიმართ და მოუთმენლად ელის, როდის შეძლებს, დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. მისმა უდიდებულესობამ გადაწყვიტა, მისი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებულიყო, რათა მომხდარიყო სპეკულაციების თავიდან აცილება“, – ნათქვამია სამეფო კარის განცხადებაში.

75 წლის მეფე აბულატორიული მკურნალობისთვის სანდრინგემის მამულიდან ლონდონში დაბრუნდა.