“დღეს მსოფლიოს პარლამენტთაშორისი კავშირის ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ” – შალვა პაპუაშვილი

95
spot_img

დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება მსოფლიოს პარლამენტთაშორისი კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაუძღვება კავშირის საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ლუანდაში, სადაც კავშირის 147-ე ასამბლეა იმართება.

მისი თქმით, რამდენიმე გამორჩეული კანდიდატია, მათ შორის ორ ყველაზე ძლიერ კანდიდატთან კომუნიკაცია ჰქონდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინც იქნება არჩეული, იყოს პოზიტიურად განწყობილი საქართველოს მიმართ, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ამ კავშირს საგანგებო მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ორმხრივი შეხვედრები გაგრძელდება.

„ამ დღეების განმავლობაში დაახლოებით 20 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდებით. საბოლოო ჯამში, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაა. ვფიქრობ, ეს ამ შეხვედრების შედეგადაც მიღწეულია იმ მხრივ, რომ ყველა ამ შეხვედრაზე მყარი დასტური გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით და არაღიარების პოლიტიკიდან არგადახვევის. მათ შორის იმ ქვეყნებიდან, სადაც დიპლომატიური დაფარვა არ გვაქვს და, ზოგადად, რთულია ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიური წარმართვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.