,,დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში”- შაქარაშვილი

72
spot_img

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ რომის პაპისთვის გადაცემულ საჩუქარს ეხმიანება. კერძოდ, დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი.

შაქარიშვილის თქმით, ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები.

აქვე, გაიხსენა გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნაჩვენები „ხატი“, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში. მისივე თქმით, უდიდესი ფული იხარჯება, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ზელენსკიმ რომის პაპს საჩუქრად გადასცა უკრაინელი “არტისტის” ოლექსი რევიკას ნამუშევრები – დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი… ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. გახსოვთ ალბათ, გიორგი გაბუნიამ რ2-ის ეთერში რომ აჩვენა “ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში…

მადლობა ღმერთს, საქართველოში ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში რომ დაწყებული საქმე სისრულეში მოეყვანათ, ეკლესია გაეხლიჩათ და ქართველ ხალხში რწმენა გაეტეხათ. დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

მაგრამ მთავარი ავიწყდებათ შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც – „ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.