დებიუტი რუსთავის თეატრში – 12 მაისს, პრემიერა “ყველაზე მართალი ადამიანი” გაიმართება

603
spot_img

12 მაისს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალური დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გრიგოლ გორინის “ბარონი მიუნჰაუზენის ცხოვრებისა და გარდაცვალების” მიხედვით, ახალგაზრდა რეჟისორის რატი ლაბაძის სპექტაკლის ,,ყველაზე მართალი ადამიანი” პრემიერა გაიმართება.

როდის არის ტყუილი გამრთლებული, როცა ის არავის ვნებს, თუ როცა ის ღიმილს გვრის ადრესატს?! ვინ არის სინამდვილეში გმირი, რომელიც ყველას უყვარს, დიდგვაროვანი მიუნჰაუზენის უწყინარი ისტორიები ერთი სპექტაკლის ფარგლებში ერთიანდება და ის ახალგაზრდა რეჟისორის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცევა. რატი ლაბაძემ პიესის ნაწყვეტი რუსთავში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გასულ წელს, ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსზე წარადგინა, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა და რუსთავის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმის ვიზაც დამსახურებულად ხვდა წილად. მისი მიზანი, მაყურებლისთვის გმირის ახლებური სახით დანახვება და ერთგვარი მიძღვნაცაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მოახერხა და მთვარეზე გაფრინდა. დიახ, დიახ! თუ მოვინდომებთ აუცილებლად მოვხვდებით მთვარეზეც, მთავარია საკუთარი საფანტაზიო რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. აი, მაშინ უკვე შესაძლოა აღარ გაგიჩნდეთ კითხვა – არის თუ არა ყველაზე მართალი კაცი ბარონი მიუნჰაუზენი!

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი – რატი ლაბაძე
დადგმის ხელმძღვანელი – სოსო ნემსძე
მხატვარი – ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი – ნანა გაბელაია
მუსიკალური გაფორმება – დუდა როსტომაშვილი
ქორეოგრაფი -შოთა გეგიაძე

მონაწილეობენ:

მიუნჰაუზენი – ნიკოლოზ გვაზავა
ბარონესა – ნათია არბოლიშვილი
თეოფილ მიუნჰაუზენი – ირაკლი ჯიშკარიანი
მართა – მარიამ კვიტაიშვილი / კესო დვალიშვილი (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მე2 კურსის სტუდენტი)
თომასი – ნიკოლოზ გაგნიძე
რამკოფი -რეზო კოღოშვილი
მოსამართლე – ლეონტი შიოშვილი
კარდინალი – ანდრია ვაჭრიძე
ბურგომისტრი – ზაზა თაგოშვილი