“სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ძალიან, ძალიან რთულია” – პესკოვი

88
spot_img

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია „ძალიან, ძალიან რთულია“, მაგრამ გასული წლის განმავლობაში, მიღწეულია „გარკვეული მიზნები“.

როგორც პესკოვმა ATV-სთან ინტერვიუში განაცხადა, თავიდან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კონფლიქტში დასავლეთი ჩაერთვებოდა.

„რატომ ხდება ისე, რომ ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ასე ბევრია გასაკეთებელი? სპეცოპერაცია დაიწყო, როგორც კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ სინამდვილეში, იმ მომენტში რთული წარმოსადგენი იყო, რომ NATO-ს წევრები, აშშ, ევროპის ქვეყნები ჯერ ჯერ ირიბად, შემდეგ კი პირდაპირ ჩაერეოდნენ ამ კონფლიქტში“, – თქვა პესკოვმა.

პესკოვის მტკიცებით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროგრესი იმიტომ არის ნელი, რომ „ეს არ არის ომი“. მისივე თქმით, ომის შემთხვევაში ქალაქების და ინფრასტრუქტურის ტოტალურ განადგურებას ექნებოდა ადგილი. „ჩვენ კი ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი.