უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ რამდენიმე რუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გამარჯვების შემდეგ გააგრძელებენ ოკუპანტების განადგურებას.
„ჩვენ მოვკალით რუსები და დავხოცავთ რუსებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, – დასძინა ბუდანოვმა.