დასრულდა 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი – პრემიერის ანგარიში

23
spot_img

დასრულდა 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ამასთან, დაწყების ეტაპზეა და მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები კიდევ 70 სკოლის შენობის მშენებლობის დაწყებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, დასრულდა 11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 92 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ასევე დასრულდა 150-ზე მეტი სკოლის სხვადასხვა სახის ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამასთან, საქართველო გაწევრიანდა „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის“ სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში (School Meals Coalition) და განსაზღვრა ეროვნული ვალდებულებები. დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. მიმდინარეობს კვლევის შედეგების დამუშავება.

„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში კი, უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილ იქნა თბილისის 64 საჯარო სკოლის 11527 მოსწავლე, აქედან 25 საჯარო სკოლის 403 მოსწავლე არის სსსმ სტატუსის მქონე”, – ნათქვამია ანგარიშში.