ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა"- იაგო ხვიჩია

“დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა”- იაგო ხვიჩია

spot_img

დასაფასებელია, რომ კომუნისტების შემდეგ ერთპარტიული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, ჩვენს დროში არ არის მარტივი, რომ ეს მოახერხო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ეს ამბავი დავუფასოთ და მივულოცოთ ღირსეული გამარჯვება საკუთარ თავთან. IRI-ის კვლევების „გამპრავებლად“ ვერ გამოვდგები, რადგან, სრულიად დაუმსახურებლად, კვლევებზე საერთოდ არ გამომკითხეს, მაგრამ როგორც IRI-ის არ ვენდობი ამ ამბავში, ისე „ქართული ოცნების“ შეფასებებს არ ვეთანხმები. მით უმეტეს, იმ არგუმენტში, რამდენი ხმა მივიღეთ არჩევნებშიო. ამ არგუმენტს როგორ უნდა დავუჯერო, როცა მარტო ხარ და საკუთარ თავს ხუთ გოლს გაუტან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები