დარწმუნებული ვარ, მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც მნიშვნელოვანია, რაც გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს -თეა ახვლედიანი

4
spot_img

დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„მსურს, გამოიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგული რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჩვენს საერთო ინტერესებს და არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება, ნდობის აღდგენის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს სწრაფვას მდგრადი მშვიდობისა და დინამიკური განვითარებისკენ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.