“დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, ეს ყველას ეხება, მათ შორის, სააკაშვილს, მაგრამ…”

447
spot_img

უტოპიური სურვილი გამიჩნდა, მაგრამ თვით აზრმა ისეთი სიმშვიდე მომგვარა, ისეთი ბედნიერება, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

“დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, ეს აქსიომაა, ეს ყველას ეხება, მათ შორის, სააკაშვილს, მაგრამ…

-ლუკიანოვსკის დროებითი დაკავების საკანში კიევო-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლეა დატყვევებული. მან წერილი მისწერა საძმოს და სამწყსოს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ერთადერთი, რაც პირადად მე, ერთ, კანონის პატივისმცემელ და კანონმორჩილ მოქალაქეს, სააკაშვილის საკითხში, კანონის გვერდის ავლას დამაშვებინებდა, კიევო-პეჩორის მიტროპოლიტ პავლეში “გაცვლა” (უფალო, მაპატიე, ამ სიტყვისთვის!) იქნებოდა და კიევო-პეჩორის, პოჩაევის ლავრებისა და უკრაინაში დასვენებული, ფიზიკური განადგურებისთვის განწირული სიწმინდეების, ხატების, წმინდანთა უხრწნელი ნაწილების თუნდაც, ნაწილი, საქართველოსთვის დროებით, დასაცავად გადმოცემა! აკი, ჩვენი საპატრიარქო, ხალხი და სამება, სიონი, სვეტიცხოველი, გელათი… მათ დაიტევენ და სათუთად მოუვლიან.

“სანაცვლოდ” (ამ სიტყვისთვისთვის, შემინდე, უფალო!) – წაიყვანონ ჩვენი “მაოხრებელი გზირი”, მათი სანატრელი მოქალაქე!
უფალო, მაპატიე და შემინდე, მე ცოდვილს, თუ ეს ჩემი ფიქრი და აზრი მკრეხელურია.
დიდება უფალს!
მშვიდობა საქართველოს!”, – წერს ნიკოლეიშვილი.