“დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე”- ლევან მურუსიძე

393
spot_img

დახურული შეხვედრა იყო და დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მინდა, ხაზგასმით გითხრათ, იმ სიბინძურეს, რაც მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლო სისტემის მხარეს, არ ვაპირებ, ავყვე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მურუსიძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაციას მიაწოდა.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს და ზოგადად იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ველოდები, რომ კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს, სხვათა შორის უნიჭოდ ექნება ადგილი, ამას ველოდები და შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, – განაცხადა მურუსიძემ.