,,დადასტურდა ის, რაზეც თვეებისა და წლების განმავლობაში იყო საუბარი”- სალუქვაძე

51
spot_img

რეალურად ლობისტურმა საქმიანობამ გამოიწვია ის შედეგები, რაც მივიღეთ, რომ შარშან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„დადასტურდა ის, რაზეც თვეებისა და წლების განმავლობაში იყო საუბარი, რომ ოპოზიცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაკავებულია ქვეყნის გარეთ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებით. რეალურად ლობისტურმა საქმიანობამ გამოიწვია ის შედეგები, რაც მივიღეთ. თუ კიდევ რაღაც სხვა მიზეზებია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ შარშან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირის შეფასებით გამოიკვეთა, რომ საქართველო იყო ლიდერი. ჩვენ ევროკავშირისგან არ გვესმის მკაფიოდ ახსნა. როგორ შეიძლება თავადვე აფასებდნენ, რომ საქართველო ლიდერია რეფორმების მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ იღებდეს უფრო დაბალ შეთავაზებას ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა სალუქვაძემ.