“დავუჭიროთ მხარი ნუცა ბუზალაძეს, ვრეგისტრირდებით და ვემზადებით კვირა-ორშაბათისთვის!”- წერს სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი და სხვებსაც მოუწოდებს. ნუცა ბუზალაძის მხარდაჭერისკენ
https://idolvote.abc.com ხმის მიცემა ლაივ შოუს დაწყებიდან ბოლო სარეკლამო ჭრამდე იქნება შესაძლებელი – ნიუ იორკის დროით 20:00ზე, ლოს ანჯელესის დროით 17:00ზე. საქართველოს დროით დილის 04:00ზე. ჯამში 30 ხმის გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგი საშუალებებით:
მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote
მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol App
მაქსიმუმ 10 ხმა – ტექსტური შეტყობინებით.
ნუცას საკონკურსო ნომერი შოუს დაწყებამდე გახდება ცნობილი Text 9 to 21523″, – წერს დავით ზალკალიანი.
ნუცა ბუზალაძე პოპულარული მუსიკალური კონკურსის, American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის არის. წინა ტურის შემდეგ, ის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა ტოპ 12-ს შორის, თუმცა ამჯერად ჟიური თავის რჩეულს ვეღარ დაასახელებს და ყველაფერს მაყურებელთა ხმების რაოდენობა გადაწყვეტს.