“ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში, ასეთი რამ ომში ხდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”

126
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისას უდანაშაულო ხალხი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში. ასეთი რამ ხდება ომში. ჩვენ ბოლომდე შევამოწმებთ და კავშირზე ვიმყოფებით მთავრობებთან. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას საქველმოქმედო ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.