“ჩვენი თხოვნაა, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის”- კახა კალაძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე

136
spot_img

„როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტიონორობაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ქართული მხარის თხოვნაა, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მოწოდებული.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ასეთი სანქციებით დასანქცირდა. გვახსოვს მოსამართლეებთან დაკავშირებით რაც მოხდა და მათ ვიზების შეზღუდვა დაუწესეს. მაშინაც და ახლაც, ჩვენი თხოვნაა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი საზოგადოების ინფორმირებისთვის. როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტიონორობაზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია მსგავს საკითხებზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.